კლინიკა „ვივამედში“ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
როგორც აღნიშნული საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განმარტა, სააკაშვილის პალატაში შესვლის შემდეგ მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მათთან სასაუბრო არაფერი აქვს“.
მისივე თქმით, მიუხედავად სააკაშვილის პოზიციისა, შემდეგ სხდომაზე მას კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, რომ სასამართლოს ჩვენება მისცეს.
„კლინიკა „ვივამედში“ მოსვლის შემდეგ ადვოკატმა სააკაშვილთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და არ შეუძლია ჩვენების მიცემა. როდესაც შევედით პალატაში, სასამართლოს შეკითხვაზე აძლევდა თუ არა ჩვენებას, სააკაშვილმა განმარტა „თქვენთან სასაუბრო არაფერი არ მაქვს“ არც ექიმთან კონსულტაციამდე და არც მისი კონსულტაციის შემდეგო. მოცემულ შემთხვევაში, ვფიქრობთ დაფიქსირდა, რომ სააკაშვილს არ სურს ჩვენების მიცემა. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ მისცა სასამართლომ ჩვენების მიცემის უფლება და კიდევ დავადგენთ მის პოზიციას”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.