Times-ის ინფორმაციით, პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ ბირთვული სამხედრო მატარებლის გაგზავნის ბრძანება გასცა

Times-ის ინფორმაციით, პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ ბირთვული სამხედრო მატარებლის გაგზავნის ბრძანება გასცა

ბრიტანული Times-ის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ ბირთვული სამხედრო მატარებლის გაგზავნის ბრძანება გასცა.

სტატიაში, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერია, რომ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მზადყოფნის დემონსტრაციას გეგმავს.

Times-ის ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც ცენტრალურ რუსეთში შენიშნეს, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან, რომელიც ბირთვულ საბრძოლო მასალებზე, მათ შენახვა, მოვლა-პატრონობაზე, ტრანსპორტირებასა და დანაყოფებისთვის გაცემაზეა პასუხისმგებელი.

სააგენტო Reuters-ი კი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლეთს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების ქმედებებსა თუ გადაადგილებაში, რაიმე საეჭვო ან უჩვეულო ამ ეტაპზე არ შეუნიშნავს.