უკრაინული მოდელის მიხედვით, რომელიმე ადამიანი თუ არის ოლიგარქი, ეს უნდა განსაზღვროს კობახიძემ. ეს რა მოდელია?! ეს არის მელამ კუდი მოწმედ მოიყვანაო,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„საქართველოში დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელს აქვს აცდენა დროსა და სივრცეში. რატომ?! იმიტომ, რომ აქ ხელისუფლების სამივე შტო არის უზურპირებული ოლიგარქის მიერ და როცა საკითხი დადგება, უკრაინული მოდელის მიხედვით ვინ შეიძლება გამოაცხადოს ოლიგარქად ესა თუ ის პიროვნება? „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ადამიანს ოლიგარქად განსაზღვრავს პარლამენტი, ანუ, ბიძინა ივანიშვილისვე. ან რომელიმე ადამიანი თუ არის ოლიგარქი ეს უნდა განსაზღვროს კობახიძემ. ეს რა მოდელია?! ეს არის მელამ კუდი მოწმედ მოიყვანაო“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.