ევროკავშირმა პირდაპირ გვითხრა, ბატონმა ბიძინამ კერძო ცხოვრებით გაიხაროს და შეეშვას სახელისუფლებო სისტემაში იმ გავლენებით სარგებლობას, რაც მას აქვსო, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„ევროკავშირმა გვითხრა ძალიან კონკრეტულად, ევროპარლამენტის რეზოლუციით. როდესაც დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ბატონმა ბიძინამ კერძო ცხოვრებით გაიხაროს და შეეშვას სახელისუფლებო სისტემაში იმ გავლენებით სარგებლობას, რაც მას აქვსო. დეოლიგარქიზაციის კანონი, ესაა ევროკავშირის რეკომენდაცია ძალიან კონკრეტული მიმართულებით. ესენი გვეუბნებიან, ჩვენ ისეთ კანონს მოვძებნით მსოფლიოში გინდათ უკრაინაში, გინდათ ვენესუელაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ მოერგებაო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.