პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - 27 წლის რუსმა რეპერმა მობილიზაციისა და ომის გასაპროტესტებლად თავი მოიკლა: ივან პეტუნინის ბოლო ვიდეომიმართვა

პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - 27 წლის რუსმა რეპერმა მობილიზაციისა და ომის გასაპროტესტებლად თავი მოიკლა: ივან პეტუნინის ბოლო ვიდეომიმართვა

კრას­ნო­და­რელ­მა რე­პერ­მა 27 წლის ივან პე­ტუ­ნინ­მა 30 სექ­ტემ­ბერს თავი მო­იკ­ლა. თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ჩა­წე­რილ ვი­დე­ო­ში თქვა, რომ მას არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა "ხელ­ში აეღო ავ­ტო­მა­ტი და ხალ­ხის­თვის ეს­რო­ლა“.

30 სექ­ტემ­ბერს კრას­ნო­და­რე­ლი მუ­სი­კო­სის ცხე­და­რი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ფსევ­დო­ნი­მით Walkie, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მახ­ლობ­ლად, კონ­გრე­სის­ნა­ი­ას ქუ­ჩა­ზე იპო­ვეს.

გარ­დაც­ვლი­ლი ტე­ლეგ­რა­მის არხზე სიკ­ვდი­ლამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ამ­ბობს, რომ არ სურს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში ჩარ­თვა. ხე­ლო­ვა­ნის თქმით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ეძ­ლო გა­და­ვა­დე­ბა, მაგ­რამ ივა­ნე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მო­ბი­ლი­ზა­ცია მას მალე მა­ინც შე­ე­ხე­ბო­და.

”მე არ შე­მიძ­ლია და არ მინ­და მკვლე­ლო­ბის ცოდ­ვა ჩემს სულ­ზე ავი­ღო. მე არ ვარ მზად მოვ­კლა ადა­მი­ა­ნი რა­ი­მე იდე­ა­ლე­ბის­თვის. ჩემ­თვის ომში ან უბ­რა­ლოდ ისე ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლა არის ის, რისი გა­კე­თე­ბაც არ შე­მიძ­ლია. მე არ მაქვს უფ­ლე­ბა ავი­ღო ავ­ტო­მა­ტი და ვეს­რო­ლო ხალ­ხს...“

ამ დრო­ის­თვის, ვი­დეო მი­მარ­თვა უკვე წაშ­ლი­ლია ტე­ლეგ­რა­მის არ­ხი­დან...