კედიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

კედიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

სპირიდონ კედიას ქუჩაზე ასფალტის საფარის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, კონტრაქტორი კომპანია ასფალტის ძველი, დაზიანებული საფარის ჩაჭრას ახორციელებს.

დიდუბის რაიონის გამგეობამ კედიას ქუჩაზე უკვე მოაწყო სანიაღვრე ქსელი, რომლის არარსებობა მოსახლეობას უხვი ნალექის დროს პრობლემას უქმნიდა.

პროექტის ფარგლებში, სპირიდონ კედიას ქუჩის N10ა-დან აკაკი წერეთლის გამზირამდე 600 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოეწყო და წერეთლის გამზირზე მთავარ კოლექტორზე დაერთდა. ამასთან, წერეთლის გამზირზე არსებულ და ამორტიზებულ ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და 600 მმ დიამეტრის მქონე მილი  800 მმ-იანით ჩანაცვლდა.