ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოჯახური ღალატის შემთხვევაში $5-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოჯახური ღალატის შემთხვევაში $5-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს

მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ, მსახიობმა ბენ აფლეკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ოჯახური ღალატის შემთხვევაში $5-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ გამოცემა Marca წერს.

გამოცემის ცნობით, ეს არ არის წყვილის პირველი შეთანხმება, რომელიც მსგავს საკითხებს არეგულირებს. დაქორწინებამდე მათ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც სექსუალურ ცხოვრებას ეხება, თუმცა მისი შინაარსი უცნობია.

Marca-ს წყაროების თქმით, ჯენიფერ ლოპესს ბენ აფლეკთან განშორების ეშინია. მომღერალი ფიქრობს, რომ აფლეკი მისგან შეიძლება „დაიღალოს“.