ბექა დავითულიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტზე: ეს ფაქტი რა თქმა უნდა მკაცრად დასაგმობია

ბექა დავითულიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტზე: ეს ფაქტი რა თქმა უნდა მკაცრად დასაგმობია

ეს ფაქტი რა თქმა უნდა მკაცრად დასაგმობია. საგარეო უწყებამ უკვე ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, ელჩი დაბარებულია განმარტებების გასაკეთებლად და ყველას ის შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმება, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო ურთიერთობები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკასთან“ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება კონკრეტულად ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლის საკითხს, ბელარუსის სახელმწიფო იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი თავის დროზე რუსეთის გავლენის სფეროში არაღიარების პოლიტიკის შეჩერების. ანუ იმ სახელმწიფოებში, რომელზეც პუტინის რეჟიმს დიდი გავლენა ჰქონდა. მაშინ ბელარუსმა, რაღაც პოზიტიური როლი ითამაშა, რადგან მის მაგალითზე ბევრი იყო დამოკიდებული და მადლიერების ნიშნად საქართველოს მხრიდან ბელარუსის მიმართ არაერთხელ გადადგმულა პოზიტიური ნაბიჯი. მაგრამ, რა თქმა უნდა ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტი მთელ აქამდე არსებულ ურთიერთობებს ეჭვქვეშ აყენებს. ჩემი აზრით, ამ დრომდე ლუკაშენკოს ჰქონდა მანევრირების შესაძლებლობა, რომ რუსეთის რეჟიმის მხრიდან გავლენას ამ მიმართულებით დასხლტომოდა. ახლა როდესაც რუსეთი თავად ჩიხშია შესული ამ აგრესიული ომის შედეგად ის საერთაშორისო იზოლაციაშია და პრაქტიკულად ერთადერთი პარტნიორი ჰყავს სამეზობლოში დარჩენილი ლუკაშენკოს სახით, ამ მდგომარეობაში, ლუკაშენკოც გამოუვალ მდგომარეობაში ჩადგა“, - აცხადებს დავითულიანი.