29 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან 

29 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან 

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო.

,, სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოს  ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. დღევანდელი დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას და ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს,"- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. 

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.