Google-მა უცხო პირს შემთხვევით მილიონის მეოთხედი ჩაურიცხა

Google-მა უცხო პირს შემთხვევით მილიონის მეოთხედი ჩაურიცხა

კომპანია Google-მა, Yuga Labs-ის უსაფრთხოების ინჟინერს, შემთხვევით, თითქმის $250,000 ჩაურიცხა. მოგვიანებით, კომპანიამ განმარტა, რომ „ეს ადამიანური შეცდომის შედეგი იყო“.

კაცი, ვის ანგარიშზეც $249,999 ჩაირიცხა, ამბობს, რომ სამი კვირა ცდილობდა, კომპანიას დაკავშირებოდა და ეკითხა, რის გამო ჩაურიცხეს თანხა. როგორც ის აცხადებს, კომპანიიდან უკვე დაუკავშირდნენ და თანხის უკან გადარიცხვას გეგმავს.