ხელის გულზე დევს ის ობიექტური მოცემულობა, რომ მიუხედავად მძიმე განცხადებებისა, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მმართველი პარტიას მათთვის კარი არ დაუხურავს არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამას ჩვენ ვაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამას აკვირდებიან ჩვენი პარტნიორები, ყველა ხედავს, ვინ რას აკეთებს. რამდენიმე დღის წინ ყველამ მოისმინა შეფასებები ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან, რომ აუცილებელია ერთობლივი მუშობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.