ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე გოგაშვილის ცოლის დის ქონებაზე: დეკლარაციაში ფიქსირდება თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მან სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა, რა სახსრებით შეიძინა ქონება

ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე გოგაშვილის ცოლის დის ქონებაზე: დეკლარაციაში ფიქსირდება თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მან სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა, რა სახსრებით შეიძინა ქონება

შემოსავლის გარეშე, როგორ იყიდდა?! დეკლარაციაში ფიქსირდება თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მან ინფორმაცია მიაწოდა, რა სახსრებით შეიძინა ქონება, - ამის შესახებ გოგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, დიმიტრი ღონღაძემ ხათუნა მარტყოფლიშვილის ქონების დაყადაღებაზე საუბრისა განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლის და, ხათუნა მარტყოფლიშვილი გამოიკითხა.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს მარტყოფლიშვილი თითქმის 3 საათის განმავლობაში პასუხობდა. მარტყოფლიშვილი სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი უახლოესი გარემოცვის დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებით დაიკითხა.

გოგაშვილის ოჯახის ადვოკატის, დიმიტრი ღონღაძის განცხადებით, ხათუნა მარტყოფლიშვილის მიმართ კითხვები მათ შორის, დაყადაღებულ ქონებას უკავშირდებოდა.

„დაგიდასტურებთ ინფორმაციას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, ის გაფრთხილებულია გამოძიების მასალების გაუხმაურებლობაზე და დეტალებს ვერ მოგახსენებთ. კითხვები მათ შორის, დაყადაღებულ ქონებას უკავშირდებოდა. რა ინფორმაციასაც ის ფლობდა, გამოძიებას მიაწოდა, დაყადაღებულია მისი გარკვეული ქონებაც. ქონების ირგვლივ ყველა კითხვა იყო დასმული, საკამაოდ ბევრი კითხვა იყო. მან უპასუხა, რა შემოსავალიც ჰქონდა და როგორ იყიდა ეს ქონება. შემოსავლის გარეშე, როგორ იყიდდა?! დეკლარაციაში ფიქსირდება თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მან ინფორმაცია მიაწოდა, რა სახსრებით შეიძინა ქონება“, - განაცხადა ღონღაძემ.