ნაცმოძრაობის და ამ სუბიექტების ინტერესი არ მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მიიღოს რაიმე პროცესში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„პროცესი, რასაც ჰქვია ერთობლივი მუშაობა, მათთვის არ არის მისაღები. მისაღებია დესტაბილიზაცია, მათი გეგმა არ შეცვლილა და მათი ჩართულობა ნაკლებად მოსალოდნელია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციამ 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები და მომზადებული კანონპროექტები, არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.