ფრანგული კინოს მშვენება, მარიონ კოტიარიდაიბადა 1975 წელს, პარიზში. ვარსკვლავმა სამსახიობო კარიერა დაიწყო Taxi-ის ცნობილი საგათი. მან მოიპოვა César-ის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში 2004 წელს, Jean-Pierre Jeunet-ის ფილმში A Long Engagement Sunday-შიშესრულებული როლისთვის. მას კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს არაერთი პრესტიჟული პრიზი, მათ შორის 2008 წელსმიღებული აქვს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – “ოსკარი”. ვნახოთ, რამდენად რთული გზა გაიარა მარიონ კოტიარმა და როგორ მოახერხა ფრანგული კინოს ვარსკვლავმა გამხდარიყო ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი.
თქვენ გიმუშავიათ განსხვავებულ პროექტებზე, კლასიკური ფრანგული ფილმებით დაწყებული ჰოლივუდის ბლოკბასტერებით დასრულებული. ჩამოგიყალიბდათ თუ არა ამ დროის მანძილზე მუშაობის ფავორიტი სტილი?
“არა, მიყვარს, როდესაც ყოველ ჯერზე განსხვავებულად მიწევს თამაში. ვერვიტან ფილმების შედარებას, რადგანთითქმის ყველა პერსონაჟი რადიკალურადაა ერთმანეთის განგანსხვავებული. ფავორიტი პროცესი არარსებობს ჩემთვის. სასიამოვნოა ფილმშიმონაწილეობა, როდესაც რეჟისორი არისგამოცდილი და სახალისოა მასთანკონტაქტი. მეშემიძლია მოვერგო ყოველგვარ გარემო–პირობებს, თუ კირეჟისორი არ ცდილობს გავაკეთო ის, რაც ეწინააღმდეგება ჩემი ან ჩემი პერსონაჟის პრინციპებს”.
კონკრეტულად რას გულისხმობთ?
“აი, მაგალითად, როდესაც ვიღაც ცდილობს გამაბრაზოს, წყობილებიდან გამომიყვანოს და შექმნას სიტუაცია, რომელიც ჩემს პერსონაჟთან საერთოდ არარის დაკავშირებული. ეს არის 100%-ით კონტრპროდუქტიული. ასეთ დროს ან ვბრაზდები, ან უბრალოდ ისტერიულად ვიცინი. ვერ ვიღებ სერიოზულად მსგავს სიტუაციებს”.
რატომ?
“იმიტომ, რომ ამ დროს ვხედავ ეშმაკობას, მე კიდევ მჭირდება ავთენტურობა. აუცილებლად უნდა ვიყო იმავე მხარეს, რომელზეც არის რეჟისორი. ერთხელ, მახსოვს მთხოვეს გამეკეთებინა ისეთირაღაც, რასაც არ მოველოდი, მაგრამ მომეწონა, რადგან ძალიან მოუხდა ფილმს. მე მჭირდება ნდობა, აუცილებლად უნდა ვიყო პროცესის მონაწილე გადასაღებ მოედანზე”.
ხართ თუ არა ახლა უფრო თავდაჯერებული, ვიდრე ადრე იყავით?
“არა, ჩემი აზრით, თავდაჯერებულობა ყოველთვის იყო ჩემში. ხშირია მსახიობებში დაუცველობისა და არასრულფასოვნების შეგრძნება. როდესაც დავიწყე ინტერვიუებში მონაწილეობის მიღება და ადამიანებთან საუბარი, რომლებსაც არ ვიცნობდი, ეს იყო საშინელება ჩემთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში ვისწავლე როგორ დამეძლია ეს შიში და მებრძოლა ამ გრძნობასთან, რომელიც მიშლიდა ხელს სხვებთან კომუნიკაშიაში. დღეს უკვემივეჩვიე ამ ყველაფერს, თუმცა ნაწილობრივ მაინც უცნაურად მეჩვენება ვესაუბრო სრულიად უცხო ადამიანს ისეთ თემებზე, თითქოს ძალიან ახლობელია ის. მიყვარს სიახლეები და ამიტომ ესპროცესიც უფრო საინტერესო გახდაჩემთვის”.
როდის გადაწყვიტეთ გემუშავათ ჰოლივუდში?
“ეს იყო ბედისწერა. მე ვერასდროსწარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქვეყნის გარეთშევძლებდი მსახიობი ვყოფილიყავი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულშტატებში. მე ვეკუთვნი თაობას, რომლისთვისაც ამერიკული ფილმებიარის კულტურის ნაწილი, სწორედ ამფილმების გამო მქონდა ოცნება, ვყოფილიყავი მსახიობი. მიუხედავადიმისა, რომ ეს იყო ჩემი მიზანი, ვერსადროს წარმოვიდგენი, რომდადგებოდა დღე, როდესაც ჩემიმონაწილეობით ამერიკულ ფილმებსვიხილავდი. თავს ძალიან იღბლიანადვგრძნობ”.
თქვენ მოიპოვეთ ოსკარი La Vie en Rose-ში შესრულებული პერფორმანსისთვის.
“ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობა იყო. ვგიჟდები, როდესაც ვფიქრობ, რომ Olivier Dahan-მა იფიქრა, რომ მე Édith Piaf-ისროლს მოვუხდებოდი. ამან ჩემი ცხოვრებარადიკალურად შეცვალა. როგორც უკვეაღვნიშნე, ბავშვობაში ყოველთვისვიცნებობდი ამერიკაში ცხოვრებასადამუშაობაზე, მაგრამ მაინც ვერწარმოვიდგენდი რომ ეს იქნებოდაშესაძლებელი. ბედნიერებაა აკეთებდეიმას, რაც სიამოვნებას განიჭებს და რაცძალიან გიყვარს”.
ბევრი ფრანგი მსახიობი და რეჟისორი ამჯობინებს არ იმუშაონ ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ შესაძლებლობები. ფრანგმა რეჟისორმა François Ozon-მა თქვა: “ამერიკელები გცემენ პატივს მაშინ, როდესაც რჩებიდა აკეთებ შენს საქმეს შენსავე ქვეყანაში, მაშინათვე მთავრდება ეს ყველაფერი, როდესაც ჩადიხარ ამერიკაში”, თქვენ რას იტყვით ამ ყველაფერზე?
“მე ერთ–ერთ წელს კანში ჩემს კოლეგაქალბატონთან ერთად ვიყავი, ის ძალიანლამაზია და ნიჭიერი. როდესაც ჩემმააგენტმა დაინახა ეს ქალბატონი, მოვიდაჩემთან და მთხოვა რომ გამეცნო მისთვის. როდესაც ვუთხარი ჩემს ნაცნობს, რომაგენტს სურდა მასთან საუბარი, მიპასუხა: “არ მანაღვლებს, მე არ ვიცი ინგლისურიენა და არ მსურს ამერიკულ ფილმებშითამაში”. მე გაოცებული ვიყავი, მანმკაცრად იუარა ჩასთან საუბარი. ეს ქალიარის ჩემი თაობის მსახიობი, მას შეეძლოჰქონიდა ყველაფერი, ვევედრებოდი, ვეუბნებოდი: “ეს ხომ მორიგიგამოცდულებაა, შენ ხომ არასდროს იციწინასწარ რა მოხდება”. მაგრამ მისთვისამერიკულ ფილმებში თამაში აღმოჩნდაძალიან პირადული, რას ვიზამთ, ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ არისამით დაინტერესებული”.
ყოველთვის გსურდათ ყოფილიყავით მსახიობი?
“ჩემი მშობლები მსახიობები არიან დაშესაბამისად ჩემს გარშემო ბევრიმსახიობი ტრიალებდა. არსებობდა რაღაცგანსაკუთრებული ენერგია, მესმოდაგანსხვავებული და საინტერესოისტორიები, რომლებიც მიბიძგებდაარტისტი ვყოფილიყავი. როდესაცვხედავდი ადამიანებს, რომლებიცრეალურ ცხოვრებაში სულ სხვანაირებიიყვნენ და სცენასა და ეკრანზერადიკალურად განსვავებული, ძალიანმიმზიდველი იყო ჩემთვის”.
როგორი შეგრძნება იყო პირველად სცენაზე დგომა?
“მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ 4 ან5 წლის. დედაჩემი მუშაობდა რაღაცპროექტზე, რომელშიც თავად იყორეჟისორი. ზუსტად მახსოვს ადგილი, თეატრი, სცენა, სადაც მელოდებოდაქალბატონი, რომელიც უნდა ყოფილიყოდედაჩემი. დღესაც მახსოვს როგორდავიბენი, ვერ ვიგებდი რატომ უნდაყოფილიყო ვიღაც უცხო ადამიანიდედაჩემის როლში, როდესაც ნამდვილიდედა იდგა სცენისგან რამდენიმე მეტრითმოშორებით. ასეთი საინტერესო იყო ჩემიპირველი გამოცდილება სცენაზეთამაშის”.