ვენეციის კინოფესტივალზე დარენ არანოფსკის „ვეშაპის“ პრემიერა შედგა

ვენეციის კინოფესტივალზე დარენ არანოფსკის „ვეშაპის“ პრემიერა შედგა

ვენეციის კინოფესტივალზე რეჟისორ დარენ არანოფსკის ახალი ფილმის „ვეშაპის“ პრემიერა შედგა. ამის შესახებ Entertainment Weekly წერს.

გამოცემის ინფორმაციის, მთავარ როლებს სურათში „მუმიას“ ვარსკვლავი ბრენდან ფრეიზერი და „უცნაური ამბების“ მსახიობი სედი სინკი ასრულებენ. პრემიერის შემდეგ დარბაზი ფრეიზერს 6-წუთიანი ოვაციით შეხდა, მსახიობმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.

ფილმს საფუძვლად სემუელ ჰანტერის ამავე სახელწოდების პიესა უდევს, რომელმაც არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. სწორედ ჰანტერი გახდება პიესის ადაპტირებული სცენარის ავტორი. სურათის მთავარი გმირი საშუალო ასაკის მასწავლებელი ჩარლია, რომელიც 270 კილოგრამს იწონის. მან ოჯახი წარსულში კაცი საყვარლის გამო მიატოვა. საყვარლის გარდაცვალების შემდეგ ჩარლის ჭარბწონიანობის პრობლემა აწუხებს. ახლა ის თავის 17 წლის ქალიშვილს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეხვდა.

ამ ეტაპზე უცნობია როდის გამოა ფილმი დიდ ეკრანებზე, თუმცა კინოკრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ვეშაპს“ არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მიღება შეუძლია.