ტიმოთი შალამე წითელი ხალიჩისთვის შერჩეული ჩაცმულობის გამო ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა და გამონაკლისი არც წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალია.
მსახიობს ცნობილი დიზაინერის, ჰაიდერ აკერმანის წითელი ფერის სამოსი ეცვა, რომელმაც სოციალური ქსელების მომხმარებლების გული მაშინვე მოიგო.
ქუსლიანი ფეხსაცმელი, წითელი შარფი და სამოსი ზურგის გარეშე — ტიმოთის ასეთმა ჩაცმულობამ ინტერნეტი მალევე აალაპარაკა და მსახიობის ფოტოებიც ვირუსულად გავრცელდა. ტიმოთი შალამე ასეთი ჩაცმულობით ვენეციის კინოფესტივალზე თავისი ახალი ფილმის, Bones And All-ის პრემიერას დაესწრო.