ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციამ ულტიმატუმებზე კი არა, საქართველოს ინტერესებზე უნდა ილაპარაკოს, ქვეყნის ინტერესებშია 12 რეკომენდაციის გარშემო კონსენსუსის მოძებნა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციამ ულტიმატუმებზე კი არა, საქართველოს ინტერესებზე უნდა ილაპარაკოს, ქვეყნის ინტერესებშია 12 რეკომენდაციის გარშემო კონსენსუსის მოძებნა

გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, ჩვენ ერთჯერადად დათმობაზე წავალთ, რომ მთავარი მიზანი 12 რეკომენდაციის შესრულება, ამა თუ იმ გამოგონილი საბაბის გამო, საფრთხის ქვეშ არ დადგეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა.

„ოპოზიციამ ულტიმატუმებზე კი არა, საქართველოს ინტერესებზე უნდა ილაპარაკოს, ქვეყნის ინტერესებშია 12 რეკომენდაციის გარშემო კონსენსუსის მოძებნა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.