კანადაში ქალაქის მერის არჩევნებში ერთმანეთს ძმები დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.
ძმები ბილ და ჩარლზ სტილები, რომლებიც ერთმანეთს 30 წელია არ ელაპარაკებიან, ონტარიოს პროვინციაში მდებარე ქალაქ პორტ-კოლბორნის მერის თანამდებობისთვის იბრძოლებენ.
2018 წლიდან პორტ-კოლბორნის მერი სწორედ ბილ სტილია, რომელიც მანამდე 17 წლის განმავლობაში საქალაქო საბჭოში მუშაობდა.
მოახლოებულ არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი ბილ სტილი იყო, რის გამოც ჩარლზ სტილმა გადაწყვიტა, ძმას კონკურენცია გაუწიოს და არჩევნებზე კენჭი იყაროს.