ცნობილი მოდელი ეშლი გრეჰემი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სტრიების საჯაროდ ჩვენებას არასდროს ერიდებიან. გარდა იმისა, რომ მოდელი ინსტაგრამის პოსტებში თავისი სხეულის თავისებურებებს არასდროს მალავს, ერთხელ გრეჰემმა საცურაო კოსტიუმები დაუმუშავებელი ფოტოებითაც გაარეკლამა.
ეშლი გრეჰემი ორსულობის პერიოდშიც ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, რითაც სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. "ჯასტინმა მითხრა, რომ ჩემი სტრიები სიცოცხლის ხეს ჰგავს", — ეს ეშლიმ ინსტაგრამზე თავისი ქმრის შესახებ მაშინ დაწერა, როცა ტყუპებზე იყო ორსულად.
ეშლის გულწრფელობით ინტერნეტი კიდევ ერთხელ MTV-ის დაჯილდოებაზე აღფრთოვანდა. გრეჰემი წითელ ხალიჩაზე ახალი კაბით გამოჩნდა და ყველას დაუმტკიცა, რომ სტრიები დასამალი არ არის. მოდელმა წითელ ხალიჩაზე იპოზიორა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სტრიები ნებისმიერი ადამიანისთვის ნორმალური მოვლენაა.
გარდა იმისა, რომ მოდელი სტრიებს არასდროს მალავს, მან ფოტოების დამუშავებაზეც განაცხადა უარი. Swimsuts-ის კოსტიუმების რეკლამისთვის გრეჰემმა პაპარაცების მიერ გადაღებული დაუმუშავებელი ფოტოები გამოიყენა. "გადავწყვიტეთ, რომ პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები გამოგვეყენებინა სარეკლამო კამპანიისთვის. გულწრფელობა და ღიაობა ლამაზია", — დაწერა მან ინსტაგრამზე.