ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: ნიშან-წყალი იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს და სწორედ ამიტომ ვერ დადეს დიაგნოზი ვერც ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: ნიშან-წყალი იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს და სწორედ ამიტომ ვერ დადეს დიაგნოზი ვერც ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა

ყოფილი პრეზიდენტისთვის სათანადო მომსახურებაა უზრუნველყოფილი როგორც სასჯელაღსრულების, ისე სამედიცინო დაწესებულებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო მომსახურების მიწოდება გაგრძელდება და ამასთან ერთად ჩატარდება ნებისმიერი ექსპერტიზა.

„დასამალი არაფერია - ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. გახსოვთ, ომბუდსმენის მონაწილეობით შეიქმნა ჯგუფი, დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანეს მათ. რატომ? - იმიტომ რომ სინამდვილეში არავითარი დიაგნოზი არ არსებობს. არავითარი ნიშან-წყალი იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო არ არსებობს და სწორედ ამიტომ ვერ დადეს დიაგნოზი ვერც ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა.

ჩატარდება ექსპერტიზა, ალბათ საჭირო გახდა ის, რომ ყველა სპეკულაციას პასუხი გაეცეს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან მიმართებით - დისკრიმინაცია დაუშვებელია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.