პაატა მანჯგალაძე სახალხო დამცველის არჩევის წესზე:  „ქართული ოცნება“ ფოჩიან კანფეტს გვთავაზობს, რომელიც ოპოზიციამ თქმისთანავე უნდა გადაყლაპოს

პაატა მანჯგალაძე სახალხო დამცველის არჩევის წესზე: „ქართული ოცნება“ ფოჩიან კანფეტს გვთავაზობს, რომელიც ოპოზიციამ თქმისთანავე უნდა გადაყლაპოს

„ქართული ოცნება“ ვითომ ახალ, უკეთეს პროცესს, ფოჩიან კანფეტს გვთავაზობს, რომელიც ოპოზიციამ თქმისთანავე უნდა გადაყლაპოს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ დანონსებული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის არჩევის მოქმედი წესი იყოს შენარჩუნებული.

"ახალი ცვლილებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ფსევდო დემოკრატიული პროცესი შექმნან და მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები დაასახელებენ ვითომდა, დამოუკიდებელ კანდიდატს, ვითომ ოპოზიციური პარტია ამ კანდიდატს დაასახელებს, "ქართული ოცნება" კი, ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს აარჩევს. ოპოზიციის კანდიდატის არჩევას არ ვითხოვთ, ვითხოვთ, დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას. მიზანმიმართულად წამოიწყეს ბრძოლა ISDFD- თან, რომ პროცესი ჩიხში შეიყვანონ და ხელი სხვისკენ გაიშვირონ. "ქართულ ოცნებას" ევროკომისიის რეკომენდაციები და ევროპაში შესვლა არ აინტერესებს, მათი მიზანია, პროცესი ჩიხში შეიყვანონ და მიზეზებს იგონებს, რომ მისი ჩაშლა სხვას გადააბრალოს,"- განაცხადა მანჯაგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ომბუდსმენის წარდგენის საკითხს მთლიანად მიანდობენ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენის გზით.