აშშ-ში, პატრონისგან გაქცეული თხა სკოლაში იმალებოდა

აშშ-ში, პატრონისგან გაქცეული თხა სკოლაში იმალებოდა

„პერსპექტიული მოსწავლე“ - ასე უწოდა მედიამ აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაში შეპარულ თხას. მისი ფოტო ცხოველთა სამსახურმა Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა, რის შემდეგაც პატრონმა მიაკითხა და უკან წაიყვანა.

თხის მეპატრონის თქმით, ცხოველი შემოღობილ ტერიტორიაზე ჰყავდა, თუმცა, როგორც ჩანს, მან ღობეზე გადაპარვა მოახერხა.

შემთხვევა სამხრეთ კაროლინაში მოხდა.