ესპანეთის ქალაქ ბუნოლში, 75-ე ყოველწლიური ფესტივალი - პომიდვრებით ომი - „ლა ტომატინა“ გაიმართა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წელს ფესტივალში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გაიდნენ და ერთმანეთს 130 ტონა გადამწიფებულ პომიდვრებს ესროდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გამართულა.