ცოტა ხნის წინ ბალენსიაგამ 2022 წლის ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა. ინსტაგრამზე გავრცელებულ ფოტოებში ვხედავთ, რომ ახალი კოლექციის სახეები კიმ კარდაშიანი და ალექსა დემი არიან. მსახიობი ალექსა დემი სერიალ Euphoria-ში ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, მედის განასახიერებს.
ბალენსიაგას ახალი კოლექციის ფოტოგრაფი დენიელ როშეა, რომელმაც ფოტოსესიისთვის არაერთი სიურრეალისტური პეიზაჟი შექმნა.
ზამთრის კოლექციის ფოტოებში შენიშნავთ, რომ ნაგვის პარკით შთაგონებული ჩანთები ხშირად ჩანს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან 2022 წლის მარტში გამართულ ჩვენებაზე მაყურებელმა ნაგვის პარკის შთაგონებით შექმნილი ჩანთები უკვე იხილა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დიზაინერმა დემნა გვასალიამ გლობალურ დათბობისადმი თავის დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რაც პირველი შემთხვევა არ არის.