ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო შესაძლებლობა, მოსაზრება, რომ უფრო ინკლუზიური მიდგომა არის მნიშვნელოვანი, ეს არ არის საქართველოს კრიტიკა, ეს არის იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებაში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„როცა გაქვთ ასეთი კონსულტაციის პროცესი, იყო უფრო ინკლუზიური არის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, მაგალითად, ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო შესაძლებლობა. მოსაზრება იყო ძალიან ძლიერი და მკაფიო, რომ უფრო ინკლუზიური მიდგომა არის მნიშვნელოვანი. ვენეციის კომიიის მოსაზრება, შეფასება არის საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასება. შესწორებები, რომლებიც პარლამენტმა ივნისში მიიღო, უზრუნველყოფს თუ არა საქართველოს მოსახლეობის კონფიდენციალობის უფლების საკმარის დაცვას, ეს არის ძალიან ძლიერი, მკაფიო მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვან პრინციპზე და ეს არის კონფიდენციალურობის უფლება, პრეზიდენტის მოსაზრება, რომელიც ასკვნის, რომ არ იყო საკმარისი ახსნა-განმარტება ამ შესწორებებთან დაკავშირებით. ეს შესწორებები აფართოებს მიზეზებს, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოქალაქის მოსმენა, ახანგრძლივებს ვადებს, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ფარული მიყურადება და ასევე აფართოებს, როდის შეუძლია მთავრობამ უთხრას კონკრეტულ პირს, რომ მასზე ფარული მიყურადება ხორციელდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შარშან, სექტემბერში გამოვლენილი მასშტაბური მოვლენების ფონზე, როდესაც არაკანონიერად უსმენდნენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, დიპლომატებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება ძალიან მკაფიოდ ამბობს, შესწორებების მიზეზები უნდა იყოს დასაბუთებული, ის კი არ იყო. იდეა, რომ იყოს ინკლუზიური საპარალამენტო პროცესი, სადაც ყველა ხმა ისმის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის საქართველოს კრიტიკა, ვენეციის კომისიის მოსაზრება და სხვა მოსაზრებები არის იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა დეგნანმა.
..................................................................................
მორჩა კინო, მორჩა თქვენი ბოგინი
როცა ქართველი ხალხი ყურებში ეგრე გიტყაპუნებთ ანუ გიწკაპუნებთ, როცა როლები ასე შეტრიალდა (როლები შეიცვალა) ვსოოოო..... წასულია თქვენი საქმე....................დაჟე კოლუმბთან.................იქ ზევით