Air France-ის პილოტებმა ფრენის დროს თვითმფრინავის კაბინაში იჩხუბეს, რის გამოც ავიაკომპანიამ ისინი მუშაობას ჩამოაშორა. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.
ინციდენტი ჟენევა-პარიზის რეისზე მიმდინარე წლის ივნისში მოხდა. ფრანგული მედიის ცნობით, პილოტებს შორის ხელჩართული ჩხუბი აფრენის შემდეგ მალევე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის კაბინაში მოჩხუბარი პილოტების გაშველება ბორტგამცილებლებს მოუხდათ. ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა ფრენის დარჩენილი ნაწილი პილოტებთან ერთად კაბინაში გაატარა.
Air France-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას დაგეგმილ დროში ჩავიდა და ფრენის დასაწყისში მომხდარი ინციდენტის გარდა სხვა ექსცესები არ ყოფილა.