პაატა მანჯგალაძე: თუ „ქართული ოცნება“ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესს ფარსად გადააქცევს, ჩვენ ხალხთან ერთად გამოვალთ ქუჩაში

პაატა მანჯგალაძე: თუ „ქართული ოცნება“ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესს ფარსად გადააქცევს, ჩვენ ხალხთან ერთად გამოვალთ ქუჩაში

ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. თუ „ქართული ოცნება“ ამ პროცესს გადააქცევს ფარსად, რისი მოლოდინიც ჩვენ გვაქვს და ეს იქნება პროცესის იმიტაცია, მაშინ ჩვენ ხალხთან ერთად გამოვალთ ქუჩაში. სხვა გზა უბრალოდ არ დაგვრჩება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე და ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

„თუ დაიწყებენ გულწრფელად მუშაობას 12-პუნქტიან რეკომენდაციის შესრულებაზე, მაშინ პროცესები წარიმართება სხვა მიმართულებით“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

amo ეროსი (მისი სული ცხონდა) არა კაცო, პაატა დაანებეთ ოპოზიციამ ხალხის სახელით მუქარებს თავი (არა და რა თავი)
2 წლის უკან