ბოგოტაში მსოფლიოში ყველზე მასშტაბური კონცერტი ჩატარდა

ბოგოტაში მსოფლიოში ყველზე მასშტაბური კონცერტი ჩატარდა

კოლუმბიის დედაქალაქში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კონცერტი ჩატარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიებაში ბოგოტას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა 16 000-მა მუსიკოსმა მიიღო. კონცერტის მიზანი 60-წლიანი შიდა კონფლიქტის შემდეგ მშვიდობის დამკვიდრების აღნიშვნა იყო.

1985-2018 წლებში კოლუმბიის მთავრობასა და ამბოხებულებს შორის დაპირისპირებას 450 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.