ხატია დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას

ხატია დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით, საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გამართულ შეხვედრას არ დაესწრო. პარტიის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ისინი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერენ.

„ჩვენი ფრაქცია და ზოგადად ოპოზიციის დიდი ნაწილი დღევანდელ სამუშაო ფორმატში შეხვედრას არ დავესწრებით. ჩვენი პოზიცია იყო გაცხადებული და ისეთივეა, როგორიც იყო რამდენიმე კვირის წინ - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

Maverick ნაცბოზბანდიტების, ნაცარასტების, ასო-ების მოყვარე ხატია დე'კანოზიძე, ნაცარასტ ასო-ებს უჭერს მხარს ნაც ატეხილ პარტიის სახელით.
საინტერესოა რამ შეაყვარა ასე ეს ასო-აბი ამ ატეხილ ალქაჟების პარტიას?!
2 წლის უკან