საერთოდ არ გვიკვირს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს რაიმე გზით თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ კი რაიმე ჯანმრთელობის პრობლემები ექნება მას, სერიოზული თუ ნაკლებად სერიოზული, დარწმუნებული ვარ ძალიან კვალიფიციური ექიმები ექიმები მოემსახურებიან. მის ციხეში რასაც უკეთებდნენ ადამიანებს, მსგავსი არც მოაფიქრდება ვინმეს. გონებაშიც არ გაივლებს არავინ, რომ უბრალოდ სიტყვაც კი უთხრან ისეთი, რომ მას რაიმე უფლება შეეზღუდოს ან შეელახოს. დღეს ამ სისტემის შემოქმედს ყველაზე მაღალკვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან , ყველა უფლება ექნება დაცული იმისათვის, რომ კონტრასტი იყოს აშკარა. დღეს ყველაზე საშინელი სისტემის შემქმნელის უფლებაც კი ბოლომდე, ზედმიწევნით არის დაცული. მათ შორის მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს ყველაზე კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.