მილიარდელი ილონ მასკის დედამ, მოდელმა მეი მასკმა ცოტა ხნის წინ The Times-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტეხასში, ილონის სახლში სტუმრობისას ავტოფარეხში სძინავს. ილონი SpaceX-ის ტეხასის მთავარ ოფისთან ცხოვრობს.
"ავტოფარეხში მიწევს ძილი. რაკეტების გაშვების ადგილას მდიდრული სახლი ვერ გექნება", — განაცხადა მეიმ.
მიუხედავად იმისა, რომ მეის ავტოფარეხის შესახებ კონკრეტული დეტალები არ უთქვამს, განაცხადა, რომ ილონი ქონების ფლობითა და მატერიალური ნივთებით არაა დაინტერესებული.
ცოტა ხნის წინ თავად ილონმა სახლის შესახებ თქვა, რომ მისი ღირებულება $45 000-ს შეადგენს და ოროთახიანი იყო, სანამ ავტოფარეხი საცხოვრებელ სივრცედ არ მოაწყო. მისი თქმით, სტუმრად მოსული მეგობრები ვერ იჯერებენ, რომ ასეთ სახლში ცხოვრობს.
ილონმა 2020 წელს ისიც განაცხადა, რომ მალე მატერიალურ ქონებას მთლიანად გაყიდის და სახლის მესაკუთრეც აღარ იქნება.