ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა როცა ხედავ, როგორ ამაყობენ პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი იმით, რომ სხვა  ქვეყნების ინტერესებს ერთგულად ემსახურებიან და საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოში ომი იქნება თუ მშვიდობა

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა როცა ხედავ, როგორ ამაყობენ პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი იმით, რომ სხვა  ქვეყნების ინტერესებს ერთგულად ემსახურებიან და საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოში ომი იქნება თუ მშვიდობა

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნის აგენტობა უკვე თავისთავად, ყოველგვარი დამატებითი გარემოებების გაუთვალისწინებლად, სამშობლოს ღალატს ნიშნავს.

მისი თქმით ქვეყნის მტრების, მოღალატეების და აგენტების ჯინაზე, საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!

„საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა არის ქვეყნის ღალატი და დანაშაული, რაც არავის ეპატიება, მითუმეტეს პოლიტიკოსებს! ძალიან სამწუხაროა როცა ვხედავ  როგორ ამაყობენ პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი იმით, რომ სხვა ქვეყნის ან ქვეყნების ინტერესებს ერთგულად ემსახურებიან და საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოში ომი იქნება თუ მშვიდობა, დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა, ქაოსი თუ წესრიგი... 
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები უკვე ღიად საუბრობენ არეულობაზე, ქაოსზე და რევოლუციაზე, ამუშავებენ და ახმოვანებენ კონკრეტული მოქმედებების გეგმას, ყველამ უნდა იცოდეს, მტერმაც და მოყვარემაც, რომ ამ სცენარის განხორციელებას არ და ვერ დაუშვებს არც საქართველოს მოსახლეობა და არც ხელისუფლება!
ჩვენი ქვეყნის მტრების, მოღალატეების და აგენტების ჯინაზე, საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

trampi დიდი ხანია მ. არეშიძე ამბობს ........... ჩვენ ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ისეთი ბარდაგია, ყველა დიდი ქვეყნის დამწყები აგენტურა ჩვენთან გადის პრაქტიკასო...მერე და მერე ვაჟკაცდებიანო
საწყალი ობოლა ციმაკურიძე იუმორინას კონცერტებზე რო ყვებოდა ხოლმე------ ჩვენ სოფელში ყველა ბიჭი მაყვალაზე გადის პრაქტიკასო.... ზუსტად ისეა საქართველო ...ოპიტნიც და მალადოიც საქართველოში უპრობლემოდ დაგულაობს
მინიმუყმ მინიმუმ...... ის თორმეტ დიდ სახელმწიფოს ჩამოთვლის ხოლმე
რუსეთი
ამერიკა
გერმანია
ისრაელი
ინგლისი
საფრანგეთი
თურქეთი
ირანი
ჩინეთი
ყაზახეთი
სომხები
აზერები
დანარჩენი ჭი--ჭი-სახელმწიფოები თქვენ მიამატეთ
ეს რაც იმათი ხალხია....
ეხლა იმას მიამატეთ ჩვენი აგენტები რომლებიც ნებაყოფლობით მტრობენ ქვეყანას და ნებაყოფლობით გახდნენ სხვა ქვეყნის აგენტები .....
მოკლედ აგენტები გვახვევიაააა.....ნუ იტყვით.... ნაირნაირი კონა ორშაურად, სულო და გულო უცხოელებისთვის
მოკლედ ამ უმუშევრობის ფონზე აგენტობა ერთერთი მოთხოვნადი პროფესიაა საქართველოში....... ტემ ბოლე უნამოსოებისთვის
2 წლის უკან