მიხეილ სარჯველაძე:  არ ვიცი მოქალაქეებს რამ გაუჩინა არასრულფასოვნების კომპლექსი, რატომ აქვთ განცდა, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მივიდეთ გადაწყვეტილებამდე

მიხეილ სარჯველაძე: არ ვიცი მოქალაქეებს რამ გაუჩინა არასრულფასოვნების კომპლექსი, რატომ აქვთ განცდა, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მივიდეთ გადაწყვეტილებამდე

არ ვიცი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს რამ გაუჩინა არასრულფასოვნების კომპლექსი, რატომ აქვთ განცდა, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და დისკუსიის შედეგად მივიდეთ გადაწყვეტილებამდე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იდგმება ნაბიჯები იმ მიმართულებით, რომელსაც ევროკომისიის მიერ შეთავაზებული გეგმის სრულფასოვნად შესრულება ჰქვია.

„გასულ კვირაში საკმაოდ ინტენსიურად წარიმართა მუშაობა, ოფიციალური სხდომებიც გაიმართა და სამუშაო ფორმატებში მიმდინარეობდა ეს მუშაობა, ნელ-ნელა იდგება კონკრეტული ნაბიჯები იმ მიმართულებით, რომელსაც ჰქვია ჩვენს მიერ შეთავაზებული გეგმის სრულფასოვნად შესრულება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.