სილვესტერ სტალონეს ცოლმა, ჯენიფერ ფლავინ სტალონემ განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ფლორიდის სასამართოლოს მიმართა, სადაც წყვილს სახლი აქვს. რაც შეეხება თავად სტალონეს, მან განქორწინების განაცხადზე საპასუხო წერილი ჯერ არ გაუგზავნია.
როგორც Daily Mail-ი წერს, განქორწინების სავარაუდო მიზეზი წყვილის ძაღლი გახდა. კერძოდ, მსახიობმა ცოტა ხნის წინ, მხარზე, სადაც ცოლის სახე ჰქონდა ამოსვირიგნებული, საყვარელი ძაღლის გამოსახულება დაიხატა. თუმცა როგორც Yahoo News-ი წერს, სტალონე ამ ინფორმაციას უარყოფს.
სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი 1997 წელს დაქორწინდნენ და მათ 3 ქალიშვილი ჰყავთ.