პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანეს

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანეს

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა თავშესაფრიდან 7 წლის ბიგლი, სახელად მამა მია აიყვანეს. ამის შესახებ Metro წერს.

როგორც გამოცემა წერს, ივლისში, ვირჯინიის შტატში, კამბერლენდის კვლევითი ცენტრიდან 4 000 ბიგლი გადაარჩინეს, რომლებიც თავშესაფრებში გადაანაწილეს. მამა მია და მისი 8 ლეკვი ერთი-ერმა პროექტმა შეიფარა.

სამეფო წყვილს ამჟამად 3 ძაღლი ჰყავს: 2 ბიგლი და ლაბრადორი. მეგან მარკლის თქმით, ცხოველები მისთვის ძალიან ძვირფასები არიან.