თუ დრაკონები დაფრინავენ, ლორდი ველარიონი შავკანიანი შეიძლება იყოს — სტივ ტუსენი

თუ დრაკონები დაფრინავენ, ლორდი ველარიონი შავკანიანი შეიძლება იყოს — სტივ ტუსენი

House of the Dragon-ის პრემიერა უკვე შედგა, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ელოდა. გარდა იმისა, რომ სერიალის პირველმა ეპიზოდმა HBO-ს რეკორდი მოხსნა, ერთგულმა მაყურებლებმა ისიც შენიშნეს, რომ შოუ საკმაოდ მრავალფეროვანია და ჯ.რ.რ. მარტინის Fire And Blood-სგან ცოტათი განსხვავდება კიდეც.

ველარიონებს, რომლებიც ზღვას განაგებენ, ჯორჯ მარტინის წიგნის მიხედვით, ღია და ფერმკრთალი კანი აქვთ. თუმცა HBO-ს სერიალში ვნახეთ, რომ ლორდ კორლის ველარიონი შავკანიანია, რაც ინტერნეტში დებატების საგანი გახდა.

"მაყურებლები ბედნიერები არიან, როცა დრაკონები დაფრინავენ. ისინი ბედნიერები არიან, როცა თეთრ თმას ხედავენ. მაგრამ მდიდარი შავკანიანი ბიჭი? ეს მათთვის უკვე პრობლემაა", — ამბობს სტივ ტუსენი, რომელიც სერიალში ლორდ ველარიონის როლს ასრულებს.

სტივ ტუსენის თქმით, მისი პერსონაჟის კანის ფერთან დაკავშირებული აურზაური დიდად არ აღელვებს და ფიქრობს, რომ როლზე მისი დამტკიცება სწორი გადაწყვეტილება იყო. House of the Dragon-ის სცენარისტებმა გადაწყვიტეს, რომ ვესტეროსის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წევრები შავკანიანები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მათი აზრით, სამეფო კარის თამაშებს მრავალფეროვნება ამ მხრივ ნამდვილად აკლდა.

"სამყარო ისეთი აღარაა, როგორიც 10 წლის წინ იყო, როცა სამეფო კარის თამაშები დაიწყო. რა თქმა უნდა, მას შემდეგაც ყველაფერი შეიცვალა, როცა პიტერ ჯექსონმა 20 წლის წინ ბეჭდების მბრძანებელი შექმნა. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ისტორიები ტრადიციულის ნაცვლად მრავალფეროვანი უნდა გახდეს. ჩვენ არ გვსურდა, კიდევ ერთი შოუ შეგვექმნა, რომელშიც ეკრანზე მხოლოდ თეთრკანიან მსახიობებს ვიხილავდით", — განაცხადა House of the Dragon-ის სცენარისტმა, რაიან კონდალმა.