აშშ-ის ერთ-ერთ ზოოპარკში მაიმუნმა ტელეფონი მოიპარა და 911-ზე დარეკა

აშშ-ის ერთ-ერთ ზოოპარკში მაიმუნმა ტელეფონი მოიპარა და 911-ზე დარეკა

აშშ-ში, კალიფორნიაში, ზოოპარკის ერთ-ერთმა ბინადარმა გოლფის ელექტრომობილიდან მობილური ტელეფონი მოიპარა და გადაუდებელი დახმარების ნომერზე - 911-ზე დარეკა.

შერიფის ოფისში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც შესული ზარი სწრაფად გაითიშა, გადაწყვიტეს, იმ ადგილას წასულიყვნენ, საიდანაც ზარი მიიღეს. ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ 911-ზე ზოოპარკის ბინადარმა მაიმუნმა დარეკა.

„როგორც გვითხრეს, ამ ჯიშის (Capuchin monkey) მაიმუნები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან ყველაფერს ხელში იღებენ, ხოლო თუ ნივთს ღილაკები აქვს, მათ წკაპუნს იწყებენ“, - აცხადებენ შერიფის ოფისში.