რომან კაკულია Credit Suisse-ზე: ზეწოლის შედეგად, ბანკს იმდენად უპრეცედენტო რეპუტაციული ზიანი მიადგა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო - პიროვნებების დონეზე დაეყვანა ის, რასაც ხმამაღლა ვერასდროს იტყვის

რომან კაკულია Credit Suisse-ზე: ზეწოლის შედეგად, ბანკს იმდენად უპრეცედენტო რეპუტაციული ზიანი მიადგა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო - პიროვნებების დონეზე დაეყვანა ის, რასაც ხმამაღლა ვერასდროს იტყვის

ექსპერტი რომან კაკულია დარწმუნებულია, რომ შვეიცარიულ ბაკ Credit Suisse-ზე უდიდეს ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

„ზეწოლის შედეგად, ბანკს იმდენად უპრეცედენტო რეპუტაციული ზიანი მიადგა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო - პიროვნებების დონეზე დაეყვანა ის, რასაც ხმამაღლა ვერასდროს იტყვის. ჩემი აზრით, ყველა, ვისაც უნდა, ობიექტური შეფასება გააკეთოს, იმთავითვე ხვდება, რომ ასეთი რეპუტაციის მქონე ბანკისთვის, იმ დასახელებული მიზეზებით, ასეთი რეპუტაციული ტვირთის აღება არ ღირდა, თუ არა რაღაც სულ სხვა მასშტაბისა და ხარისხის ზეწოლა, რომელსაც, ჩემი აზრით, ადგილი ჰქონდა. ალბათ, ახლა მათ იპოვეს გამოსავალი, რომ პიროვნებების დონეზე დაიყვანონ ეს ყველაფერი“, - აცხადებს რომან კაკულია.

Forbes.ge-ის ინფორმაციით, ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, იცვლება აღმასრულებელი დირექტორი, 1-ლი ოქტომბრიდან კი, ბანკს ახალი ფინანსური ოფიცერი ეყოლება. გარდა ამისა, იცვლება ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. „შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგაცრუებულ ფინანსურ შედეგებთან და საერთაშორისო სკანდალებისა თუ სასამართლო დავების ფონზე, Credit Suisse-ის რეპუტაციის შებღალვასთან“, - ვკითხულობთ Forbes.ge-ის სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბანკმა თავისი არსებობის ისტორიაში მილიარდობით ზარალი ნახა.

 

Credit Suisse-ი სწორედ ის ბანკია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივი დავა მოუგო.

skotriterr კელი დეგნანის და მისი პატრონების ნამოქმედარია ივანიშვილის მიმართ წარმოებული ეს შანტაჟი !!! და ვინც ამ შემთხვევაში ამერიკის ნათელ მიზნებზე ფიქრობს ,ან საერთოდ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გონზე არ არის , ან კიდევ ნაციკების მრევლია !!!
2 წლის უკან