აშშ-ის მთავრობა თავის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის მთავრობა თავის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის მთავრობა თავის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ CNN წერს.

კერძოდ, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა უახლოეს დღეებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმები განახორციელონ.

„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს ახლავე დატოვონ უკრაინა კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით, თუკი ეს უსაფრთხოა. უსაფრთხოება მთელ უკრაინაში ძალზე არასტაბილურია და პირობები შესაძლოა გაფრთხილების გარეშე გაუარესდეს", - აღნიშნულია საელჩოს ვებგვერდზე.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოსახლეობა რუსეთისგან მოსალოდნელი „განსაკუთრებით ამაზრზენი და ძალადობრივი“ ქმედების შესახებ გააფრთხილა.

Maverick ვერ გავიგე?!

რა ხდება?!

აბა რუსეთს რესურსები ელევა და მალე დამარცხდებაო?!

გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ამ განცხადების უკან CNN-ში მოკალათებული რუსეთუმე ჭურნალისტები დგანან!!!!!

ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს 👹!

ღერთო 🙏 გვიშველე.
2 წლის უკან