ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა მეორე ქორწილი გადაიხადეს

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა მეორე ქორწილი გადაიხადეს

მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მსახიობმა ბენ აფლეკმა ქორწინების კიდევ ერთი ცერემონია გამართეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცერემონია ჯორჯიაში, აფლეკის მამულში გაიმართა. მას არაერთი ვარსკვლავი დაესწრო. მათ შორის ჯორჯ კლუნი, მეტ დემონი, რენე ზელვეგერი, ჯიმი კიმელი, კევინ სმიტი და სხვები.

პატარძალს რალფ ლორენის კაბა ეცვა, 6-მეტრიანი ფატით, მასთან გამკლავებაში ლოპესს მისი და აფლეკის შვილები ეხმარებოდნენ.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 16 ივლისს, ლას-ვეგასში დაქორწინდნენ, მაშინ ღონისძიებას მხოლოდ მათი შვლები დაესწრნენ. ლოპესი და აფლეკი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში ხვდებოდნენ, თუმცა 2004 წელს, დაგეგმილ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ურთიერთობა 2022 წლის აპრილში განაახლა.

ლოპესისთვის ეს მეოთხე, აფლეკისთვის კი მეორე ქორწინებაა. ჯენიფერს ორი შვილი ჰყავს მომღერალ მარკ ენტონისგან, ბენს კი 3 შვილი მსახიობ ჯენიფერ გარნერთან.