ბეჭდების მბრძანებელში საურონის როლის შემსრულებელმა, სალა ბეიკერმა ამის შესახებ UAnimals ორგანიზაციის ვიდეოში ისაუბრა, სადაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯონ ტოლკინის სამყაროში ორკები ბნელი ძალის მსახური, სასტიკი არსებები არიან და ყველაფერს ანადგურებენ.
სარუმანი კი მთავარი ბოროტმოქმედია, რომელსაც ისინი ემორჩილებიან.
რუს ოკუპანტებს უკვე წლებია ადარებენ ორკებს, თუმცა უკრაინის ომის შემდეგ ეს უფრო აქტუალური გახდა.
დეტალები: "საურონი" ამბობს, რომ "ორკი დიასპორის სახელით" აქვს თხოვნა უკრაინელებთან — რუსები ორკებად არ მოიხსენიონ. სალა ბეიკერი აღნიშნავს, რომ ეს მისთვის შეურაცხმყოფელია.
"ბეჭდების მბრძანებელში საურონი ვიყავი, მაგრამ შოკირებული ვარ იმ აბსოლუტური ბოროტებით, რომელსაც უკრაინელები ებრძვიან".