7 ყველაზე საინტერესო ფაქტი რობერტ დე ნიროს შესახებ

7 ყველაზე საინტერესო ფაქტი რობერტ დე ნიროს შესახებ

რობერტ დე ნირო ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი გახლავთ, რომელიც 79 წლის ასაკში მსოფლიო დონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალი შემოსავლის მქონე მამაკაცია ჰოლივუდში. თვალი გადავავლოთ 7 ყველაზე საინტერესო ფაქტს მისი ბიოგრაფიიდან, რომელიც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს თვალში:

1.  დე ნირომ როლისთვის რეკორდული წონა მოიმატა

მსახიობმა ფილმში “Raging Bull” შესრულებული როლისთვის 28 კილო მოიმატა, თუმცა რეკორდული მაჩვენებელი 1987 წელს  ვენსან დონფორიომ გააუმჯობესა.

2. დე ნიროს მამა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გახლდათ

როგორც ირკვევა, რობერტი დედამ გაზარდა და მამასთან ახლოს არასდროს ყოფილა, ვინაიდან მან საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გაჟღერების შემდეგ  ფაქტობრივად ოჯახი დაკარგა.

3. ქუჩის ცხოვრება

ბევრმა არ  იცის, თუმცა დე ნიროს მანჰეტენის ქუჩის სამეგობროები Bobby Milk-ს ეძახდნენ. სახელი კი მისი უჩვეულო სითეთრის გამო შეარჩიეს.

4. დე ნირომ კიბო დაამარცხა

2003 წელს ექიმებმა დადგინეს, რომ მსახიობს პროსტატის კიბო ჰქონდა, თუმცა საბედნიეროდ, დროულმა აღმოჩენამ, მკურნალობის წარმატებით დასრულებას შეუწყო ხელი. 2011 წელს დე ნირო სრულად განიკურნა.

5. რობერტი პირველი სტუმარია სატელევიზიო შოუში “The Tonight Show Starring Jimmy Fallon”

2014 წელს შედგა შოუს პრემიერა და ფელონის პირველო სტუმარი სწორედ  დე ნირო გახდა.

6. დე ნიროს სკოლა არ დაუმთავრებია

16 წლის რობერტმა სწავლის კონსერვატორიაში გაგრძელება გადაწყვიტა, სადაც სამსახიობო ხელოვნების დაუფლებას შეუდგა.

7. მისტიკური პირადი ცხოვრება და სხვადასხვა რასის წარმომადგენელი შვილი

რობერტს არ უყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება, თუმცა ცნობილია რომ მას 6 სხვადასხვა რასის წარმომადგენელი შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქალბატონისგან.