აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, 89 წლის კაცმა ბიბლიოთეკაში ჰიტლერის შესახებ დაწერილი წიგნი დააბრუნა. ამ ამბავში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - მან ბიბლიოთეკიდან წიგნი 1947 წელს გაიტანა.
ბიბლიოთეკარების თქმით, წიგნი იდეალურ მდგომარეობაშია და ჯერ კიდევ აქვს საცნობარო ბარათი.
კაცს 75-წლიანი ვადაგადაცილებისთვის ჯარიმის გადახდა არ მოუწევს, ვინაიდან 2021 წლის მარტში ბიბლიოთეკამ ჯარიმები გააუქმა.
მსგავსი შემთხვევა ბრიტანეთშიც მოხდა - შრუსბერის ბიბლიოთეკიდან 1969 წლის 14 მაისს გატანილი წიგნი მკითხველმა 2022 წელს დააბრუნა.