როგორ გამოიყურება 100 ათას დოლარიანი ჩანთა, რომელიც კაილი ჯენერმა დაბადების დღეზე დედისგან საჩუქრად მიიღო

როგორ გამოიყურება 100 ათას დოლარიანი ჩანთა, რომელიც კაილი ჯენერმა დაბადების დღეზე დედისგან საჩუქრად მიიღო

ახალგაზრდა მილიარდერმა კაილი ჯენერმა 25 წლის იუბილე ბაჰამის კუნძულებზე აღნიშნა. გლამურულ წვეულებას იუბილარის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. კაილი ჯენერმა განსაკუთრებული საჩუქარი დედისგან მიიღო. კრის ჯენერმა შვილს 100 ათას დოლარიანი ჩანთა ჰერმეს ბირკინი აჩუქა.

როგორც გაირკვა, მსოფლიოში ჩანთის ამ კონკრეტული მოდელის სულ სამი ასლი არსებობს და ახლა ის კაილი ჯენერის 1 მილიონი დოლარის ღირებულების ჩანთების უზარმაზარი კოლექციას შეემატება.