კვლევა: კაცები, რომელთაც პატარა ძაღლი ჰყავთ, ქალებისთვის უფრო მიმზიდველები არიან

კვლევა: კაცები, რომელთაც პატარა ძაღლი ჰყავთ, ქალებისთვის უფრო მიმზიდველები არიან

ესპანეთში, ხაენის უნივერსიტეტში, მკვლევარებმა, თითქმის 300 სტუდენტი გოგო გამოკითხეს და დაადგინეს, რომ მათი უმეტესობა უფრო მიმზიდველად მიიჩნევს კაცს, რომელსაც პატარა ძაღლი ჰყავს.

ქალებს აჩვენეს სურათები, რომლებზეც კაცები ძაღლით ან მის გარეშე იყვნენ. ქალების უმეტესობამ უპასუხა, რომ მეტად მიმზიდველად მიაჩნიათ ისინი, ვინც ძაღლთან ერთადაა.

მკვლევარები ამით არ შემოიფარგლნენ და საკვლევი თემა უფრო განავრცეს - ერთმანეთს შეადარებინეს კაცები, რომლებიც სურათებზე დიდ ან პატარა ძაღლთან ერთად იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ის კაცები უფრო მიმზიდველები არიან, რომელთაც პატარა ძაღლი ჰყავთ. როგორც მკვლევარები განმარტავენ, ამის მიზეზი ისაა, რომ ქალებისთვის ასეთი კაცები „ნაკლებად საშიშები“ ჩანან.