მსახიობ ეზრა მილერს ქურდობაში ადანაშაულებენ

მსახიობ ეზრა მილერს ქურდობაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მსახიობ ეზრა მილერი ქურდობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მილერი ვერმონტში მდებარე სახლში შეიჭრა და ალკოჰოლი მოიპარა. პოლიციამ შეტყობინება ამის შესახებ 1-ელ მაისს მიიღო. თვითმხილველთა ჩვენების და სათვალთვალო კამერებით გადაღებული მასალის საფუძველზე სამართალდამცველებმა მილერს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. ამასთან, 29 წლის მილერის წინაღმდეგ აღძრულია საქმეები თავდასხმისა და შევიწროების ფაქტებზე.

მილერი ცნობილია „ფანტასტიკურ ცხოველებში“ და „სამართლიანობის ლიგაში“ შესრულებული როლებისთვის.