ლეგენდარული მუსიკოსი, ჯგუფ Black Sabbath-ის ფრონტმენი ოზი ოსბორნი ოპერაციის შემდეგ სცენას დაუბრუნდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, 73 წლის მომღერალი 2022 წლის თანამეგობრობის თამაშების დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც თავისი ჯგუფის ყოფილ გიტარისტთან, ტომი აიომისთან ერთად Black Sabbath-ის ცნობილი ჰიტი - Paranoid შეასრულა.
2022 წელს ოზი ოსბორნს ჯანმრთელობასთან დაკაშირებული პრობლემები ჰქონდა - ივნისში მან ოპერაცია გადაიტანა, აპრილში კი კორონავირუსით დაინფიცირდა.