ბრიტნის ყოფილი ქმრის თქმით, ინსტაგრამის ფოტოების გამო შვილები დედას აღარ ნახულობენ

ბრიტნის ყოფილი ქმრის თქმით, ინსტაგრამის ფოტოების გამო შვილები დედას აღარ ნახულობენ

ბრიტნი სპირსის ყოფილმა ქმარმა, კევინ ფედერლაინმა, Daily Mail-თან ინტერვიუში მომღერალთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. კევინ ფედერლაინმა თავისი და ბრიტნის შვილების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ბავშვებმა თავად გადაწყვიტეს, დედა აღარ ენახათ.

"ბიჭებმა გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა დედას აღარ ნახულობენ. ამის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და ჩვენმა შვილებმა თავად აირჩიეს, რომ ბრიტნის ქორწილში არ წასულიყვნენ", — ამბობს კევინ ფედერლაინი.

ამერიკელმა მომღერალმა იმ პერიოდის შესახებაც გააკეთა კომენტარი, როცა ბრიტნი მეურვეობის ქვეშ იყო. "ამ ყველაფრის ყურება ჩემთვის ძალიან რთული იყო, თუმცა კიდევ უფრო რთული იმის ნახვა იყო, თუ როგორ მოქმედებდა მთელი ეს პროცესი ჩემს შვილებზე", — განაცხადა ბრიტნის ყოფილმა ქმარმა.

კევინმა იმ სირთულის მაგალითად, რისი გადატანაც თავის შვილებს უხდებოდათ, ბრიტნის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოები დაასახელა. ბრიტნის ყოფილმა ქმარმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ თინეიჯერი ბიჭებისთვის სკოლაში სიარული დამთრგუნველი იყო.

ყოფილი ქმრის ინტერვიუს ბრიტნი სპირსიც გამოეხმაურა. "სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ ჩემმა ყოფილმა ქმარმა ჩემი და ჩემი შვილების ურთიერთობის განხილვა გადაწყვიტა. თინეიჯერი ბიჭების აღზრდა არავისთვისაა მარტივი, მაგრამ მაწუხებს, რომ მიზეზს ჩემს ინსტაგრამს უკავშირებენ. ეს ინსტაგრამამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მე შვილებისთვის ყველაფერი გავაკეთე. დღეს ამის მოსმენა ძალიან მტკივნეულია", — ამბობს ბრიტნი სპირსი.

კევინ ფედერლაინის ინტერვიუს ბრიტნის სპირსის ამჟამინდელი ქმარი, სემ ასგარიც გამოეხმაურა. "დასაზუსტებლად ვიტყვი, რომ ჩემს ცოლს არასდროს გამოუქვეყნებია შიშველი სელფი, გარდა იმ ფოტოსა, რომელზეც უკანალი ჩანდა. თუმცა დღეს ასეთი ფოტოები განხილვის თემაც კი არ არის. სხვა პოსტების მსგავსი ფოტოები, რომლებიც სიშიშვლეს ხაზს უსვამდა, ნებისმიერი ლოსიონისა თუ საპნის რეკლამაში შეგიძლიათ ნახოთ", — ამბობს ბრიტნის ქმარი, სემ ასგარი.

სემ ასგარის აზრით, ბრიტნის ყოფილი ქმრისგან შვილებზე საჯაროდ საუბარი უპასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, ბიჭები მალე 18 წლის გახდებიან და სამომავლო გადაწყვეტილებებს თავად მიიღებენ. "კევინს პირადად არ ვიცნობ და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ამჯერად მან ჩემი ცოლის შეურაცხყოფა გადაწყვიტა. ამ ადამიანზე ისიც ბევრს ამბობს, რომ 13-წლიანი მეურვეობის დასრულების შემდეგაც კი, ის ჯეიმი სპირსის ერთგული დარჩა", — ამბობს სემ ასგარი.