ამერიკელი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი და კომიკოსი პიტ დევიდსონი დაშორდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
როგორც გამოცემას წყვილთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, კარდაშიანმა და დევიდსონმა გადაწყვიტეს, ხმაურის გარეშე დაშორდნენ და მეგობრებად დარჩნენ.
გამოცემის ცნობით, „პიტი და კიმი ერთმანეთს პატივს სცემენ, თუმცა შორი მანძილი და გადატვირთული გრაფიკი ურთიერთობების შენარჩუნებას ართულებს“.