მრავალწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ რეზისტენტული სახამებელი — საჭმლის მონელებისადმი მდგრადი მოლეკულა, რომელიც გვხვდება ყოველდღიურ საკვებში, მათ შორის ოდნავ დაუმწიფებელ ბანანში, შვრიაში, ბარდაში, ლობიოში და ბრინჯში, მემკვიდრეობით კიბოს გავრცელების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს.
კვლევამ თითქმის 1000 პაციენტი მოიცვა, რომლებიც მემკვიდრეობითი გენეტიკური კიბოს რისკის ქვეშ იყვნენ. მკვლევრები პაციენტებს თითქმის 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
პრესრელიზის თანახმად, ნიუკასლისა და ლიდსის უნივერსიტეტების მკვლევრებმა მონაწილეები ორ ჯგუფად დაჰყვეს ჯერ კიდევ 1999 წელს. ამის შემდეგ იყო მოკლე მკურნალობის პერიოდი, რომელიც გაგრძელდა 2005 წლამდე. მკურნალობის პერიოდში თითოეულმა ინდივიდმა მიიღო აბი. ერთმა ჯგუფმა მიიღო პლაცებო, ხოლო მეორემ რეზისტენტული სახამებლის ყოველდღიური დოზა.
მოკლე მკურნალობის პერიოდში არ იყო შესამჩნევი განსხვავება ინდივიდების ჯანმრთელობაში. თუმცა, კვლევა შემუშავებული იყო შემდგომი დაკვირვებისთვის და უკიდურესად მნიშვნელოვანი შედეგები ვიხილეთ. ისინი, ვინც ყოველდღიურად ღებულობდნენ სახამებლის აბებს, რომელიც შეიცავდა საჭმლის მონელების საწინააღმდეგო მოლეკულის რაოდენობას, რომელსაც იპოვით საშუალო ზომის დაუმწიფებელ ბანანში — 20 წლის შემდეგ კიბოსგან ბევრად უფრო დაცულები იყვნენ.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რეზისტენტული სახამებელი ამცირებს კიბოს სიმსივნის გავრცელების რისკს და ეს შემცირება 60 პროცენტით ხდება. ეფექტი ყველაზე აშკარა იყო ნაწლავის ზედა ნაწილში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბოს დიაგნოსტიკა ძნელია და ხშირად ადრეულ ეტაპზე არ არის დაფიქსირებული", — თქვა ჯონ მეტერსმა, ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
მკვლევრები თვლიან, რომ რეზისტენტული სახამებლის წარმატების საიდუმლო მის წინააღმდეგობის უნარშია.
აბი ეწინააღმდეგება მჟავე საჭმლის მომნელებელ ნაღველს. ეს კვებავს ნაწლავის მხარდამჭერ მეგობრულ ბაქტერიებს, რომლებიც მოქმედებენ, ისევე როგორც დიეტური ბოჭკოები თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
მაგრამ ზუსტად როგორ შეიძლება ამან დაგვიცვას კიბოსგან?
პრესრელიზში ნათქვამია, რომ რეზისტენტული სახამებლის რეგულარულმა მოხმარებამ — და შედეგად კარგი ბაქტერიების რეგულარულად შენარჩუნებამ — შესაძლოა, რეალურად შეცვალოს ნაღვლის მჟავების ბაქტერიული მეტაბოლიზმი, რაც საბოლოოდ იცავს მათ დნმ-ს დაზიანებისგან.